Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თამაზ მეჭიაური: შეუძლებელია ყველა კანონი სიღრმისეულად შეისწავლო, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს

56975e837a877
BM.GE
14.01.16 12:32
1052
"შეუძლებელია ყველა კანონი სიღრმისეულად შეისწავლო", - აღნიშნულის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამაზ მეჭიაურმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ზოგჯერ კანონპროექტის მიღება ემოციურ ფონზე ხდება და არა ცივი გონებით.
 
"ყველა კანონპროექტს ჰყავს თავისი ინიციატორი, - კომიტეტი ან მთავრობა. შეუძლებელია, რომ ყველა კანონი სიღრმისეულად შეისწავლო. ასეთ შემთხვევებში ვეყრდნობით მის ავტორიტეტს ვინც შემოიტანა კანონპროექტი, ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე გადამწყვეტი. პარალელურად ვეყრდნობით, ჩვენი აპარატს თუ იურიდიულ დეპარტამენტს, თუ რამდენად არის შესაბამისობაში კანონმდებლობასთან. ზოგი 500 გვერდიანია და მართლა ძნელია, რამდენიმე ასეთის რამდენიმე დღეში გავლა, - ნობელიანტები, რომ დასვა ის ვერ გაივლის.

ჩვენ ვენდობით ერთმანეთსაც და აპარატსაც. ემოციური ფონიც არის ხოლმე, როდესაც ხედავ ამდენი ხალხი გამოდის, მათი განსახლება, ბავშვები... ეს თავისთავად ცხადია ზოგჯერ ადამიანური ფაქტორი უფროა ვიდრე ცივი გონებით გადაწყვეტილი იურიდიული ასპექტები. თუ ყველა გადაწყვეტილება ამ ფონზე იქნება მიღებული და ეს მასიურ სახეს მიიღებს, ეს ცუდი იქნება, მაგრამ არის ორი სიმართლე, შუალედური სიმართლის მოძებნა ძნელია", - განაცხადა მეჭიაურმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში.