Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სწავლის სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის

56e6f8fa6a080
BM.GE
14.03.16 21:41
1370
ქართველი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და ბელარუსი სტუდენტებისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია სწავლის დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიც. გასულ წელს სტიპენდია შვიდმა სტუდენტმა მიიღო. სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების 2-წლიან სწავლის საფასურს ფარავს.
 
პროგრამა სწავლის გადასახადის გარდა, თვეში 400 ევროს სტიპენდიასაც მოიცავს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა პირველი მაისია, საბოლოო შედეგები კი 2016 წლის მაისში გამოცხადდება.

ასევე, უნივერსიტეტი აპრილში თბილისში საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებასაც გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაიარონ ინგლისური ენის ტესტი, რომელსაც შემდგომ უნივერსიტეტში, სხვა საჭირო საბუთებთან ერთად გააგზავნიან.

რაც შეეხება პროგრამებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა შემდეგ ფაკულტეტებს აფინანსებს: ტექნოლოგიური მმართველობა; სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი; გარემოსდაცვითი ინჟინერია და მენეჯმენტი. დამატებით ინფორმაციას შეგეძლოთ გაეცნოთ ბმულზე.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი უფასო ფაკულტეტებიც მოქმედებს. კერძოდ, მაგისტრატურის საფეხურზე ფინანსდება შემდეგი ფაკულტეტები, - კიბერ უსაფრთხოება, კომპიუტერული სისტემების ინჟენერია, საკომუნიკაციო ელექტრონიკა, ინდუსტრიული ინჟინერია და მენეჯმენტი, გარემოს მენეჯმენტი, მდგრადი ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ელექტრონული მართვა და სერვისი. ამ შემთხვევაშიც განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 1 მაისია. სტუდენტმა უნივერსიტეტის ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსოს, რომელიც ბაკალავრიატის დიპლომს, ქულებს, ინგლისური ენის ტესტს (TOEFEL-ის შემთხვევაში მინიმალური ზღვარი 70-ია, IELTS-ის შემთხვევაში კი 5,5-ია), მოტივაციის წერილს, რეკომენდაციებს და პასპორტის ასლს მოიცავს. ონლაინ აპლიკაციის შევსება ფასიანია და ის 100 ევრო ღირს. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

წყარო: www.ttu.ee