Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სურსათის ბიზნესოპერატორების შემოწმებების რაოდენობა გაიზარდა, დარღვევების რაოდენობა შემცირდა

570361f9a7781
BM.GE
05.04.16 10:56
1040
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამუშაოების შედეგები შეაჯამა. 2016 წლის პირველ კვარტალში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განხორციელდა 81%-ით მეტი დოკუმენტური შემოწმება, გამოვლენილი შეუსაბამობების პროცენტული მაჩვენებელი კი შემცირდა 7%-ით. აგრეთვე 65%-ით გაიზარდა ინსპექტირებების რაოდენობა, თუმცა დარღვევების მაჩვენებელი შემცირდა.
 
"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებამ აჩვენა, რომ შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იკლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებმა, წელს საწარმოო პროცესი 18%-ით ნაკლებ ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, რაც კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის, მომხმარებლის გააქტიურებისა და ბიზნესოპერატორთა ცნობიერების ამაღლების შედეგია", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.