Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტიქიით დაზარალებულებს დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მისცემენ

5731e14f3d0c4
BM.GE
10.05.16 17:13
1163
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და ლევან დავითაშვილი გორისა და ქარელის რაიონებიდან ჩამოსული, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდნენ.
 
6 მაისს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები ძლიერი სეტყვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა. გორის რაიონში დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები.

გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულების სტადიაშია დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიებზე მუშაობა, რომლის შემდეგაც თითოეული დაზარალებული, დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მიიღებს.

„გასული ორი დღის მანძილზე, ადგილებზე, ოპერატიულად შევისწავლეთ ვითარება. განსაზღვრულია ჩვენი სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს დახმარებას შესაწამლი საშუალებების სახით“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრაზე.