Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი განაცხადების მიღებას მაისის ბოლოდან დაიწყებს

5720804913b05
BM.GE
27.04.16 12:59
1296
სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი განაცხადების მიღებას მაისის ბოლოდან დაიწყებს. როგორც საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანლეძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კონკრეტული პროექტების დაფინანსება სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი სპეციალური ჯგუფი იდეების დახარისხებას და შესწავლას მოახდენს.
 
როგორც ცნობილია, საპარტნიორო ფონდთან ერთად სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე ამერიკული OPIC-ი იმუშავებს.

"ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. OPIC-ი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მთავარი საფინანსო ინსტიტუტია. ამჟამად მსოფლიოში 200 მილიარდი დოლარის ინვესტრებას ახდენს ბიზნესის განვითარებისთვის და ის პირველი იყო ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა და ფინანსური დახმარება გაგვიწია. მისი ყველა პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.

OPIC-ს ანალოგიური ხელშეკრულება დღემდე მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული. საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს გრძელევადიან ფარგლებში პროექტების შერჩევას და მათ დაფინანსებას", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, კონრეტული სფეროები, რომელზეც აქცენტირება გაკეთდება ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ კრიტერიუმები OPIC-ის და საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ასევე როგორ საგანელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე OPIC-ტან სამი პროექტის განხილვა მიმდინარებს: წინანდალში სასტუმრო "რადისონის" პროექტი, თბილისში ამერიკული კლინიკის მშენებლობა და ფონდ „გაზელთან“ თანამშრომლობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს. ფონდთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.