Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ "ლიბერთის" მხარდაჭერით ჩატარდა

BM.GE
18.10.22 09:46
221
"ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებლის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ ჩატარდა. კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურმა ჟიურიმ, მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი გამოავლინა, ხოლო - ერთი ლიბერთი ბანკის რჩეული გახდა. 

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მოთხრობები, თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს ასახავდა. 

კონკურსის მონაწილე ათი საუკეთესო მოთხრობა ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე გამოქვეყნდება და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი მიეძღვნება. კონკურსი გამომცემლობა „ინტელექტის“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ ხელშეწყობით ჩატარდა.