ბენზინის ფასები აზერბაიჯანში, არ უკავშირდება ნავთობის ფასებს, - განაცხადა Socar-ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა, დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მისი თქმით, აზერბაიჯანში ბენზინის ფასს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და საშუალო ფასები განსაზღვრავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ბენზინის ფასი ქვეყნის გარეთ არსებულ ფასებთან შედარებით მაღალი მხოლოდ ერთხელ იყო. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში ბენზინის ღირებულება 40 ცენტს შეადგენს, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ამერიკაში არსებული ფასი.