Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი არ შეჩერებულა

56a9df0d532f0
BM.GE
28.01.16 13:25
1159
სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შეჩერებას არ ადასტურებს. როგორც პროექტის მენეჯერმა, გიორგი ჯიბლაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა პროექტის ფარგლებში წელს უკვე 35-ზე მეტი სესხი გაიცა.

"მთლიანად პროექტის მიმდინარეობისას ლარში 600 მილიონზე მეტია გაცემული, დოლარში კი თითქმის 160 მილიონი. 25500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტი მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტი არის ცოცხალი ორგანიზმი, ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ და როდესაც პროექტში რაიმე ცვლილებას ვახორციელებთ ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით“, - განმარტავს გიორგი ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის შეჩერების შესახებ, "საქმიანი დილის" ეთერში, მეწარმე მარიამ კოდუამ განაცხადა. მისი თქმით, პროექტის შეჩერების გამო, სესხის კომერციული ბანკისგან 14 პროცენტში აღება მოუხდა.

"ზოგადად იანვარი საბანკო სექტორში არ გამოირჩევა დაკრედიტების აქტიურობით, მითუმეტეს აგროსექტორის. ჩემთვის გაუგებარია, ქალბატონი მარიამის განცხადება, რადგან მის კომპანიას ამ ეტაპზე შეღავათიანი აგროკრედიტის სალიზინგო კომპონენტის ფარგლებში აქვს სესხი, ჩვენ მას წლიურ 12 პროცენტს ვუფინანსებთ. ", - აცხადებენ სამინისტროში.