25.Feb .2016 12:42

სოფელ მენჯში, თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

views 1031
Back

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 3 საწარმოს ქონება გადასცა.
 
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში, თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება, რომლისთვისაც დაახლოებით 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო საწარმოს წლიური მინიმალური წარმადობა 200 ტონა იქნება; ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 20 ტონა ჩაის აწარმოებს; ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 39 000 ლარია; გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, შეიქმნება რძის პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.