Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სიღნაღში წარმოებული ქართული კაკალი ექსპორტზე ევროპაში გავა

567148a34cc1d
BM.GE
16.12.15 15:14
1360
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია „კამარა ექსპრესს“ 2,6 ფექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. როგორც კომპანიაში „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, კომპანიამ 2 წლის ვადაში ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების ქარხანა უნდა ააშენოს. კომპანია ქარხანაში მინიმუმ 85 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. „კამარა ექსპრესში“ ვარაუდობენ, რომ წელიწადში 10 ტონა კაკლის წარმოება და გადამუშავება მოხდება, თუმცა კონკრეტულად რა სახით მოხდება პროდუქტის ბაზარზე გატანა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძენს. კომპანიის ცნობით, პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და ის შიდა მოხმარებას არ დააკმაყოფილებს. საექსპორტო ქვეყნების სიაში კი იტალია, გერმანია და ავსტრია მოიაზრება.