Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წელი 23 მილიარდი ფრანკის ზარალით დაასრულა

5690d80276285
BM.GE
09.01.16 12:52
1205
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წელი 23 მილიარდი ფრანკის ზარალით დაასრულა, - იტყობინება RNS-ი. მიზეზი ევროს მიმართ შვეიცარიული ფრანკის მკვეთრი გამყარება და ქვეყნის სავალუტო რეზერვების გადაფასებაა.

ბანკის ზარალის წინა რეკორდი 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც ზარალმა 20,8 მილიარდი ფრანკი შეადგინა. ამ პერიოდში ზარალი საბერძნეთის ვალების რესტრუქტურიზაციამ განაპირობა. შეგახსენებთ, შვეიცარიაში რეფერენდუმია დაგეგმილი, რომლითაც გაირკვევა აეკრძალება თუ არა ბანკებს ფულის ბეჭდვა.