Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შოთა გულბანი: ფასები მედიკამენტებზე უკვე 5 თვის განმავლობაში იკლებს

5756d47dd7e54
BM.GE
07.06.16 18:00
1138
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ იმ მედიკამენტების ფასები, რომელთა ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა, 35%-ის აზრით - ცოტათი გაიზარდა, 9%-ის აზრით - არ შეცვლილა, ხოლო 2%-ის აზრით -ცოტათი შემცირდა.
 
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით ,„აფბა“ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასების ცვლილებას, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ფასმა დაღმავალი ტრენდი განავითარა.

როგორ შეაფასებთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც ფასები მედიკამენტებზე ბოლო 12 თვის მანძილზე გაზრდილია?

ვფიქრობ, კითხვის ფორმულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი კითხვით შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ მკვლევარმა ორგანიზაციამ მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში არ იცოდეს, იმ მოსახლეობისა, რომლისთვისაც სააფთიაქო ქსელების გაჩენის დღიდან, მედიკამენტების ფასები მუდმივად წარმოადგენდა უკმაყოფილების საგანს.

როდესაც ჩვენ ვეკითხებით რესპონდენტს, რომელიც პერიოდულად მოიხმარს მედიკამენტებს და, ამასთან ერთად, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, გაიზარდა თუ არა ბოლო 12 თვის განმავლობაში ფასები, რესპოდენტი ემოციური ფონიდან და საკუთარი შემოსავლების წამლის ფასთან მიმართებიდან გამომდინარე, გვპასუხობს, რომ კი, ძალიან გაიზარდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოქალაქეს ვერ მოვთხოვთ, რომ მან ბოლო 12 თვის განმავლობაში აწარმოოს მედიკამენტების მნიშვნელოვანი ჯგუფების ფასების მონიტორინგი. მისი მხრიდან პროტესტის გრძნობის გამოხატულებაა ის, რომ მისთვის ძვირი მედიკამენტის გამო ღიად განაცხადოს.

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

ჩვენს ქვეყანაში, საარსებო შემწეობის მიმღები სულ 125 300 ოჯახია, ხოლო რეგისტრირებული 498 395 ოჯახი. ეს რას ნიშნავს იცით? თითქმის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ უკიდურეს გაჭირვებაშია, ისინი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის დანიშვნას ითხოვენ. ამ ფონზე ვინმეს გაუკვირდება, რომ მოსახლეობა მედიკამენტების ფასებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს? რას უნდა ველოდოთ, მოქალაქეები განაცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასებმა დაიკლო და ყველაფერი კარგადაა? რათქმაუნდა, ასე არ მოხდება. სანამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება, ფასები ნებისმიერ პროდუქტზე, მითუმეტეს მეტიკამენტებზე, მუდმივად იქნება პრობლემური საკითხი სოციალურად დაუცველი მომხმარებლებისთვის. ასეთი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ მრავლადაა საქართველოში.

ჯანდაცვის პლატფორმასთან ერთად, „აფბა“ ბოლო 7 თვის განმავლობაში ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების ფასებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ფასები ძირითადად ყოველ თვე მცირდებოდა.ფასების შემცირებაგარკვეული ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული: ერთის მხრივ, კონკურენტული გარემოს ფორმირებით, რასაც ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლამ და სახელმწიფოს მიერ სწორად გატარებულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი, ხოლო მეორეს მხრივ, ლარის გამყარებით.