Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგი 9,9 მილიონი ტონა ბარელით გაიზარდა

56d7dabf65934
BM.GE
03.03.16 10:29
1084
შეერთებულ შტატებში მარაგების რეკორდულად გაზრდის ფონზე, ნავთობზე ფასები მცირდება. ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 0,17$-ით გაიაფდა და 36,64$ შეადგინა ბარელზე, WTI -ტიპის ნავთობი 0,42$-ით შემცირდა და 33,98$ შეადგინა. შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგი 9,9 მილიონი ტონა ბარელით გაიზარდა და 517,1 მილიონ ბარელს მიაღწია. ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, ზრდა 3,6 მილიონი ბარელია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ფასები ნავთობზე ქვედა ზღვრამდე დავიდა და ზრდა მიმდინარე წელს მოპოვების ხარჯზე მოხდება.

"განწყობა სასაქონლო ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშკარად შეიცვალა. ფასები ნავთობსა და რკინის მადანზე თვის მაქსიმუმს მიუხლოვდა. ნავთობის ფასის რყევები ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ბაზარმა ბოლო წერტილს მიაღწია", - ნათქვამია ბანკ ANZ-ს ანგარიშში.