03.Jan .2016 13:25

შამპანურის გაყიდვებმა რვაწლიანი მსოფლიო რეკორდი მოხსნა

views 983
Back

2015 წელს მსოფლიოში 312 მილიონ ბოთლზე მეტი შამპანური გაიყიდა, რაზეც 4,7 მილიარდი ევრო დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2007 წლამდე არსებულ რეკორდს აღემატება.
 
Reuters-ის ინფორმაციით, 2015 წელს შამპანურის გაყიდვებმა 2007 წლის კრიზისამდელი რეკორდი მოხსნა, რაც საექსპორტო ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა.
Reuters-ის ექსპერტების შეფასებით, 2015 წელს მსოფლიოში სულ 312 მილიონი ბოთლი შამპანური გაიყიდა, რაც 2-3%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. შემოსავალი კი 4,4 %-ით 4,7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

მანამდე 2007 წელი რეკორდულად ითვლებოდა, როდესაც შამპანურის გაყიდვებმა 4,56 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შემდეგ კი, 2008-2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისის გამო გაყიდვები შემცირდა.