Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესსახლის შენობა საპარტნიორო ფონდს გადაეცა

BM.GE
08.11.21 23:32
448
ბიზნესი ხშირად საუბრობს ბიუროკრატიულ ბარიერებზე, რომლის არსებობასაც მთავრობა ხან აღიარებს, ხანაც არა. საკითხის აქტუალობამ მთავრობა 2016 წელს ბიზნეს სახლის იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ბიზნესისთვის ბიუროკრატიული პროცედურები უნდა შეემცირებინა და კერძო სექტორისთვის ყველა მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდებინა. პროექტის იდეა ოცნების ხელისუფლებას ეკუთვნოდა, რომელმაც თავის იდეაზე უარი წლების შემდეგ თქვა. საბოლოოდ ბიზნესისთვის არაფერი შეიცვალა, თუმცა გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ბიზნეს სახლისთვის 10 მილიონ ლარად აშენდა შენობა, რომელსაც წლებია მთავრობა დანიშნულებას ვერ უძებნის. დანიშნულება ვერ უპოვეს და საპრტნიორო ფონდს გადასცეს.