Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Alliance Group-ის პროექტები ბათუმში

BM.GE
06.02.23 11:36
110

ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც აჭარაში მოღვაწე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლები რამდენჯერმეა გაზრდილი. კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ღირებულება კიდევ 20-25%-ის ფარგლებში გაიზრდება, რასაც უმეტესად მიგრანტების ხარჯზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. 

ქოლიერს ჯორჯიას წლიურ მონაცემების მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში 2022 წელს ტრანზაქციების რაოდენობამ 17,090 ერთეული შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 40%-იან ზრდას ნიშნავს.

ამ მასშტაბით მოთხოვნის ზრდა ცხადია ასტიმულირებს სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს. შედეგად ქალაქი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და დაბალი განაშენიანება, განსაკუთრებით კი ახალი ბათუმის ტერიტორია სრულად მრავალსართულიანმა, მრავალფუნქციურმა ცენტრებმა დაიკავა.

„უძრავი ქონების პროსპექტი“ გასულ კვირას სწორედ ერთ-ერთ ასეთ მასშტაბურ კომპლექსში, „ალიანს პალასში“ იმყოფებოდა, რომელიც „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერი პირველი პროექტია. 41 სართულიან, მულტიფუნქციური კომპლექსის პირველი 5 სართული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდს მარიოტს აქვს დაკავებული, ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტებია განთავსებული. 

ჩაბარებული პროექტის გარდა კომპანია ამ ეტაპზე 80 მლნ ღირებულების პროექტს „ალიანსს ჰლივილიჯს“ ასრულებს და პარალელურად მიმდინარეობს მეგა პროექტის, „ალიანსს ცენტროპოლისის“ მშენებლობა, რომელიც თავის მასშტაბებიდან გამომდინარე ქალაქის იერსახეზეც იქონიებს გავლენას. 

სტუმრები: მაგდა ფეიქრიშვილი - „ალიანს ჯგუფის“ კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გიორგი პაპუნაიშვილი - „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი.