Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე შეძენილ ქონებაზე დაკანონების სპეციალური წესი ამოქმედდება

56f4dff53b0e8
BM.GE
25.03.16 10:50
1353
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი ამოქმედდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
 
"ეს შეეხება პირებს, რომელთაც სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში შეექმნათ გარკვეული პრობლემა. საუბარია სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის ძალაში შესვლამდე, შეძენილ უძრავ ქონებასა და მიწაზე, რომელზეც ოთხმოცი პროცენტი უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ან ორმოცდაათ პროცენტიანი შესრულებით სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში, გადახდილია საფასური მთლიანად და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ქონება პირებს დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება", - განაცხადა პრემიერმა.