Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფოს როლი ეკონომიკის განვითარებაში

5717831b77444
BM.GE
20.04.16 17:20
1516
რა დოზით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ეკონომიკურ პროცესებში
 
"შეკითხვა რომ დაუსვათ ხუთ ეკონომისტს – მიიღებთ 5 სხვადასხვა პასუხს და შეიძლება 6 განსხვავებულ მოსაზრებას, თუ ერთ-ერთ მათგანს დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტი" (ედგარ ფიდლერი)

ბუნებრივია, რომ ეკონომიკის, როგორც გადამეტებული რეგულირება, ისე თვითდინებაზე მიშვება, არის წამგებიანი.

პირველ შემთხვევაში ხდება ეკონომიკის განვითარების "შემუხრუჭება“ და მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის ზრდა და მეორე შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სრული განუკითხაობა და მომხმარებლების და ინვესტორების უფლებების ხისტი დარღვევა.

ეკონომიკური რეფორმების მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტიანია ამ ორ მიდგომას შორის – "ოქროს შუალედი“-ს გამოყენება.

დღეს ბევრი "თავისუფალი ბაზრის იდეოლოგი", უფრო პრინციპულია ვიდრე, თვით ამ „ბაზრის უხილავი ხელის" თეორიის "მამა“ – ადამ სმიტი.

ესეა, თუ ისე, იმ განვითარებადი ქვეყნისათვის, რომლის ეკონომიკაც იმყოფება გარდამავალ პერიოდში, ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან, გარკვეული „ბიძგი“ და სასტარტო მხარდაჭერა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს წარმოდგენილი, რეალური ბიზნესის კონკურენტის როლში, არამედ სახელმწიფომ უნდა განავითაროს ისეთი მიმართულებები, რომლის განვითარების შესაძლებლობა უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ.

და რაც მთავარია, სახელმწიფომ უნდა ჩანერგოს, ბიზნესის სტიმულირების მიზნით – ფისკალური (საგადასახადო) მოტივაციის მექანიზმი.

რასაც აქამდე ახორციელებდა სახელმწიფო, ბიზნესის განვითარების კუთხით – აშკარად არ არის საკმარისი!

ერთი შეხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდამჭერი ისეთი პროგრამა, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში" - არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მიუხედავათ იმ შეღავათების, რომლებიც ეხება სესხების "პროცენტულ კომპენსაციას" და საგარანტიო უზრუნველყოფაში სახელმწიფოს 50%-ან თანამონაწილეობას – მაინც ბოლო სიტყვა ეკუთვნის ბანკს და ბანკების ხისტი მოთხოვნები ყველასათვის კარგათ არის ცნობილი.

ის, რომ სახელმწიფომ "კეთილი განზრახვით“ დაურიგა ხუთ-ხუთი ათასი ლარი "რაიონულ გამგეობებთან დაახლოვებულ“ მეწარმეებს – ეს იყო საბიუჯეტო თანხების უბრალოდ გაფლანგვა!

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის პროცესში, სახელმწიფომ დაიწყო უცხო ქვეყნების "მზა“ ეკონომიკური მოდელების „მოზომვა“, რაც კიდევ ერთი კონცეფტუალური შეცდომაა.

ჩვენ უნდა შევქმნათ ეკონომიკის "ქართული" მოდელი, რომელიც იქნება ახალი ეკონომიკური სისტემის ისეთი "ბირთვი", რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს (ეკონომიკის რეალურ სექტორში), გააჩენს სამუშაო ადგილებს, განავითარებს ექსპორტს და მოუტანს 3 მილიონ ადამიანს რეალურ კეთილდღეობას!

ამისათვის საჭიროა, განვითარებული ქვეყნების მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების რეტროსპექტიული ანალიზის და დასკვნების გაკეთება.

მაგალითები, საბედნიეროდ ძალიან ბევრია – იგივე გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების სახით.
მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივია აშშ-ს მაგალითი!

საინტერესოა, რომ აშშ-ში თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო ურთიერთობების პირობებში, ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს როლი იყო გადამწყვეტი და განსაკუთრებით თ.რუზველტის პრეზიდენტობის პერიოდში.

კერძოდ, იმ სიტუაციაში, როდესაც კერძო ბიზნეს არ გააჩნდა საკმარისი ოდენობით საფინანსო გარანტიები, უცხოური საინვესტიციო მსხვილი კაპიტალის მოსაზიდათ – აშშ-ს საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო სალიზინგო კომპანია და სალიზინგო ოპერაციების დაზღვევის კომპანიის სახით წარმოდგენილი იყო ლოიდსი.

მათი ერთობლივი საქმიანობის შედეგად აშშ-ში სასაქონლო კრედიტის სახით შემოტანილი იყო თანამედროვე საწარმო ტექნოლოგიები ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში!

დროთა განმავლობაში მოხდა აღნიშნული სალიზინგო-საინვესტიციო კომპანიის პრივატიზირება და უამრავი ამერიკელი გახდა ამ კომპანიის აქციონერი.

ძალიან ეფექტიანად აშშ-მ გამოიყენა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები – ინფრასტრუქტურული (კომერციული) პროექტების დაფინანსების ინსტრუმენტად.

ასე მაგალითად მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვების შედეგად, მოზიდული სახსრებით აშენდა მთელი ინდუსტრიული ქალაქები და ათვისებული იყო ბევრი "მკვდარი“ რეგიონი (იგივე თინესის შტატის მაგალითი), რის შემდეგაც უკვე შექმნილი კომერციული ობიექტები (დავარქვათ ამას „რეალური კაპიტალი“) დაექვემდებარა პრივატიზაციას და გახდა საბაზრო ეკონომიკის ნაწილი.

აბსოლუტურად იგივე შეიძლება განხორციელდეს საქართველოში (შესაბამისი მასშტაბით) – კვალიფიციური პროფესიონალების მონაწილეობით!

ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება (და სურვილი) და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართ – გამბედაობა!

დღეს ზუსტად ის მომენტია, რომ სახელმწიფოს ინიციატივით მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტების განვითარება და ეკონომიკური უნიკალური პოტენციალის რეალიზაცია!

ასე მაგალითად, ერთიანი ხედვა აქვთ EBRD-ის პრეზიდენტს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იმ საკითხზე, რომელიც ეხება – საქართველოს რეგიონალურ სატრანსპორტო და სასაქონლო-სატრანზიტო "ჰაბად“ ჩამოყალიბებას და წარმოჩენას (საქართველოს უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე – სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტების თვალსაზრისით).

ეს პერსპექტივა რომ ვაქციოთ რეალობად, საჭიროა სახელმწიფოს მონაწილეობით შეიქმნას არაკომერციული ე.წ. "ჰაბი“ – სასაქონლო ბირჟის სახით, რომელიც ხელს შეუწყობს:

– ეკონომიკის დემონოპოლიზაციის პროცეს;
– სასაქონლო და სავალუტო ნაკადების ზრდას და აქტივიზაციას;
– ლოჯისტიკის ქსელის განვითარებას;
– საზღვაო პორტების ოპტიმალურ დატვირთვას;
– საქართველოს ეკონომიკური მოდელის უნიკალურობის დამკვიდრებას;

მოკლედ რომ ვთქვა, სახელმწიფოს კონსტრუქციული "ჩარევა" ეკონომიკურ პროცესებში აუცილებელია, ოღონდ ერთი პირობით – თუ ეს ჩარევა იქნება დოზირებული და კვალიფიციური!

უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ყველა ეროვნება მსოფლიოში არის განსხვავებული საკუთარი გენეტიკური მენტალობით – ისე ქვეყნების ეკონომიკური მოდელებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.

ეკონომიკის "ქართული მოდელი" ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმედია, რომ ჩვენ ამ მოდელის ჩამოყალიბებას მაინც შევძლებთ!

ბანკები და ფინანსები