"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება ორი მიმართულებით დაიწყო.
5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.
როგორც საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემაში განმარტავენ, აღნიშნული საქართველოს ენერგეტიკაში ისტორიული მოვლენაა.