Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მაისში ეწვევა

56f3b5cde61e1
თელარა გელანტია
24.03.16 13:37
1286
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მაისში ეწვევა. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

ამ დრომდე დაუსრულებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა ევროკავშირიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, 59.5 მლნ ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის ჩამორიცხვას აფერხებს.

"პირველ კვარტალში საბიუჯეტო კრედიტების და გრანტების ფარგლებში მისაღები თანხა წარმოადგენს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებასთან. თავის მხრივ, მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება საქართველოს მხარესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზედაც საბოლოო შეთანხმება უნდა მოხდეს, ეს არის საგადასახადო რეფორმა და საშუალოვადიან პერიოდში მისი გავლენა ფისკალურ პარამეტრებზე. ფონდის მისია საქართველოს ეწვევა მიმდინარე წლის მაისში და სწორედ ამ პერიოდში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ "ბიზნესკონტაქტისთვის" გამოგზავნილ პასუხში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ორი მიმოხილვა არის გასაფორმებელი, აქედან პირველი მიმოხილვა გასული წლის გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო.