Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ფონდი, საქართველოს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად მუშაობს

5667d3339360c
BM.GE
09.12.15 11:06
1315
საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა სავარაუდოდ, 2016 წლის დასაწყისში დასრულდება, - აღნიშნულის შესახებ ფონდიის ნოემბრის თვის მისიის შეფასებით განცხადებაშია ნათქვამი. სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მარკ გრიფითსის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მისია ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად იმუშავებს.
 
"მომდევნო კვირების განმავლობაში მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე. ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება. მისია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებსა და ქვეყნის ეროვნულ ბანკს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.