Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სავალუტო ფონდი ბაქოს რეფორმებს და მოქნილ სავალუტო კურსს ურჩევს

56b305d972f9f
BM.GE
04.02.16 12:01
1201
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, აზერბაიჯანს მოუწოდა დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, შეიმუშაოს ფისკალური კონსოლიდაციის გეგმა, გაძლიეროს საფინანსო სექტორი და გაატაროს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მანათის გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. ამის თაობაზე Reuters, სსფ-ის მისიის მიერ აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ნავთობზე და გაზზე, აზერბაიჯანის ექსპორტის 95% და საბიუჯეტო შემოსავლების 75% მოდის. ნავთობის გაიაფებამ დაახლოებით $30-მდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკას კატასტროფული დარტყმა მიაყენა.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანი მანათის მცურავ კურსზე გადავიდა, ხოლო მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ნახევარი დახარჯა. ბოლო თვის განმავლობაში მანათმა აშშ დოლარის მიმართ ღირებულების მესამედი დაკარგა და ამან ინფლაციის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

"წინ თუ გავიხედებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური ზრდა და ზეწოლა საგადასახდელო ბალანსზე, ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად დარჩება უახლოეს მომავალში", - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ელ კორჩიმ.

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს მთავრობის გეგმას შეამციროს ხარჯები მდგრად დონემდე და ფოკუსირება მოახდინოს პროექტების ეფექტიანობაზე. აზერბაიჯანის მთავრობამ მხარი დაუჭირა ბიუჯეტში ცვლილებებს, სადაც ბარელი ნავთობის ფასი $25-ად განსაზღვრა, ინფლაცია - 10-12%-ად. ცვლილბები აზერბაიჯანის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.