Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასტიპენდიო პროგრამები, რომლითაც ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება შეუძლიათ

56a7b96132b69
BM.GE
26.01.16 22:11
2436
მსოფლიოში სწავლის დაფინანსების საკმაოდ ბევრი ფონდი და ორგანიზაცია არსებობს. გაცვლითი პროგრამები, როგორც საზღვარგარეთ სემესტრულ სწავლას, ასევე სრულ კურსებს მოიცავს. სტიპენდიის მოსაპოვებლად, სტუდენტმა პირველ რიგში, პროგრამის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ქვემოთ ჩამოთვლილი გაცვლითი პროგრამებით, დღეს საქართველოში არაერთი სტუდენტი სარგებლობს. დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი საკმაოდ მაღალია.
 
ქართველი სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის გერმანიაში გაგრძელება სურთ, უკვე წლებია DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა მოქმედებს. კონკურსი წელიწადში ერთხელ ცხადდება. პროგრამით დაფინანსების მოპოვება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მათ შორის სამაგისტრო საფეხურზეც. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა წინასწარ უნდა შეარჩიოს სასურველი უნივერსიტეტი და პროგრამა. სააპლიკაციო ფორმა, სხვა სასტიპენდიო განაცხადების მსგავსად, მოტივაციის წერილს, ენის ტესტის შედეგს, სარეკომენდაციო წერილებს, სწავლის ქულებს და სხვა დოკუმენტებს აერთიანებს. დაფინანსების მოპოვება, როგორც გერმანულ, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზეა შესაძლებელი. საქართველოში პროგრამის საინფორმაციო ცენტრიც ფუნქციონირებს, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

კიდევ ერთი დაფინანსების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის „Erasmus +“ია. პროგრამა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სტუდენტებს, როგორც სემესტრული ასევე სრული კურსის დაფინანსებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტის მოქმედი უნივერსიტეტი პროგრამის სიაში უნდა იყოს. თუ ქართული უნივერსიტეტი პროგრამაში მონაწილეობს, სემესტრული გაცვლითი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, აპლიკანტს საზღვარგარეთ მიღებული კრედიტები ქართულ უნივერსიტეტშიც ეთვლება. სწავლის გადასახადთან ერთად, პროგრამა სტუდენტის მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებსაც ანაზღაურებს. ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ის უნივერსიტეტები და პროგრამები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობს.

ქართველი სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს Visegrad-ის დაფინანსების პროგრამაც. დაფინანსების პროგრამა 1-დან 4 სემესტრს მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.