Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სასტიპენდიო პროგრამა საზაფხულო კურსებზე ესტონეთში, ქართველი სტუდენტებისთვის

56e276c7acd34
BM.GE
11.03.16 11:33
1447
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, "ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის" სასტიპენდიო პროგრამა ცხადდება.
 
დაფინანსება 2 უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლებზე ვრცელდება და მისი მოპოვება საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს შეუძლიათ.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 10 აპრილია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაფინანსება შემდეგ პროგრამებზე ვრცელდება:

ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა - უსაფრთხო ელექტრონული მმართველობა. საზაფხულო სკოლა 29 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდს მოიცავს.

სოციალური დისკუსია: ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოება, - კურსი 17-30 ივლისს ჩატარდება.

კულტურის სემიოტიკა: კურსი ტარტუში 4-15 ივლისს ჩატარდება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება იმ სტუდენტებს შეუძლიათ, ვინ საუნივერსიტეტო სწავლების მეორე და შემდგომ საფეხურზე არიან.

დაფინანსება, პროგრამის საფასურს, საცხოვრებელისა და კურსის პერიოდში სამგზავრო ხარჯებს ფარავს, რომელიც 180 ევროს ფარგლებში იქნება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ონლაინ აპლიკაციის შევსებაა საჭირო, რომელიც მოტივაციის წერილს, რეზუმეს, სასწავლო ქულებსა და პასპორტს აერთიანებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს