Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ხორცისა და კვერცხის წარმოება შემცირდა

56c6cf6dba442
BM.GE
19.02.16 12:15
1187
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 125.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტით მეტია; ხორცის წარმოებამ 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია; ხოლო კვერცხის წარმოებამ 131.5 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 8.7 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
 
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 318 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 667 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით გაიზარდა და 951 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 211 ათასი სული იყო, რაც 3.2 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 8 738 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.