ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13.9 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 81.4 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 8.7 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 9.9 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილი ბიზნესი – 80.5 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 9.5 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 10.0 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 10.8 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6.3 მლრდ. ლარი შეადგინა.
საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568.6 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.2 პროცენტი ქალია, ხოლო 59.8 პროცენტი - კაცი.