Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში "ჰენკელის" საწარმოს მშენებლობა, დაახლოებით 3 თვეში დასრულდება

56ed1e84acd68
BM.GE
19.03.16 13:37
1178
საქართველოში "ჰენკელის" საწარმო ფუნქციონირებას დაახლოებით 3 თვეში დაიწყებს. როგორც საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, საწარმოს მშენებლობა სამ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ოფიციალური გახსნა შედგება.
 
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში "ჰენკელის" ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. საწარმოში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოში წებოცემენტის საწარმოს შექმნით "ჰენკელი" 2013 წლის ბოლოს დაინტერესდა.