Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ჰარვარდის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება

56c5e26138e44
BM.GE
18.02.16 19:21
1695
ორგანიზაცია Veritas Olympics, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაა და სასკოლო ოლიმპიადებს ორგანიზებას უწევს საქართველოს მასშტაბით, პირველად საქართველოში, "ჰარვარდის" სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, ქართულ ენაში და მათემატიკაში, III-დან XII კლასის ჩათვლით.
 
Veritas Olympics თანამშრომლობს "ჰარვარდის" მეწარმეთა ორგანიზაციასთან (Harvard College Entrepreneurship Forum), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა "ჰარვარდში". მას აქვს 10 წლიანი ისტორია და ჰყავს ასობით წევრი "ჰარვარდის" უნივერსიტეტიდან.

Veritas Olympics მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, რომელიც თანაორგანიზებულია "ჰარვარდის“ უნივესიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად. გამოცდილი გუნდი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მაღალი ხარისხის ოლიმპიადას ჩაატარებს. მოსწავლეები შეიძენენ გამოცდილებას, მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ, საერთაშორისო დონის ოლიმპიადაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და ინგლისურენოვანი სერთიფიკატებით.