07.Mar.2016 13:21
Business

საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო

საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა.
 
შპს AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება.

წარმოებაში დასაქმებულია 50 ადამიანი. ქარხანამ, ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისათვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოვება.

შედეგად, წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომელის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.

AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.

მიმდინარე წლის 1 მაისიდან, საქართველოს ბაზარზე ქარხანაში წარმოებული პირველი ქართული LED ტელევიზორი გამოჩნდება. ასევე, დაგეგმილია მათი საექსპორტოდ გატანა.

AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით.

 
 



08.Apr.2019 17:15
287

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
447

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
751

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
646

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
382

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
447

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More