Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ეკოსისტემის შემსწავლელი სამეცნიერო სადგურები განთავსდება

56cc865672aac
BM.GE
23.02.16 20:15
1242
მაისიდან საქართველოს მასშტაბით ეკოსისტემის შემსწავლელი სამეცნიერო სადგურების განთავსება დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" Your Forest-ში განუცხადეს, ფონდი მსგავსი სადგურის შექმნას საქართველოს ხუთ რეგიონში აპირებს და საერთო ჯამში 30 სადგურის შექმნა იგეგმება, რაშიც ფონდს თელ-ავივის უნივერსიტეტი დაეხმარება.
 
"ჩვენი პროექტი 30-მდე კვლევითი სადგურის შექმნას გულისხმობს, რომლებიც კლიმატის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ შემდგომ გავაკეთებთ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისთვის, რათა სწორად დაგეგმონ საკუთარი მოსავალი. ასევე მოსახლეობამ უნდა იცოდეს რამდენად დაბინძურებულია მათ გარშემო გარემო.

ჩვენ მნიშვნელოვანი კავშირი დავინახეთ დედაქალაქის გარშემო არსებული ტყეების მდგომარეობასა და ქალაქში მომხდარ სტიქიასთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ თავმოყრილი მასალები მსგავსი კატასტროფების პროგნოზირების საშუალებასაც მოგვცემს. სადგურების მშენებლობის დაწყებას მაისიდან ვგეგმავთ. პროექტი მილიონობით დოლარის ინვესტირებას მოითხოვს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ დაფინანსების მოპოვებას დონორებისგან", - აცხადებს ილია შაპირა, Your Forest ფონდის დირექტორი

შეგახსენებთ, რომ ფონდი "შენი ტყე" (your forest) 2016 წელს შეიქმნა და ის ებრაული კომპანიის "ჯეი გრუპ გლობალის" მმართველობის ქვეშაა.