26.Feb.2016 19:49
Economy

საქართველოს სტრატეგია, - ინოვაციური საქართველო 2020 - გაზაფხულიდან ექნება

საქართველოს სტრატეგია, - ინოვაციური საქართველო 2020 - გაზაფხულიდან ექნება
საქართველოს სტრატეგია, - ინოვაციური საქართველო 2020 - გაზაფხულიდან ექნება. დოკუმენტი საქართველოში ინოვაციური ბაზრის გაფართოებას ისახავს მიზნად. როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, მარტადე სხვადასხვა წრეებთან სტრატეგიის განხილვა მოხდება, რის შემდეგაც ის დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება. სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ სტრატეგიაში ის პუნქტებია გაწერილი, რომელიც სამეცნიერო და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

სტრატეგიაში ადგილი ეთმობა სკოლამდელ, დაწყებით, პროფესიულ და საუნივერსიტეტო განათლებაში საჭირო უნარ-ჩვევების დანერგვასაც. კერძოდ, როგორც აღნიშნულია, აუცილებელია განათლების სისტემაში სამეწარმეო და პროფესიული უნარებისა დანერგვა. ირაკლი ქაშიბაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კორეასა და ამერიკაში მსგავსი ტიპის მიმართულებების განვითარება სკოლამდელი ასაკიდან ხდება.

"პროფესიული უნარების შესწავლა, მაღალი კალსებიდან უნდა იწყებოდეს და სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს გარკვეული პერსპექტიული პროფესიის ათვისება უნდა შეეძლოს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებელთა გადამზადებას. ასევე მნიშვნელოვანია პროცესში ბიზნესის ჩართვაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს სპეციალიზირებული ლაბორატორიების მოწყობის პროცესში", - ნათქვამია სტრატეგიაში.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, სტრატეგიაში ე.წ. დუალისტურ მოდელზეა საუბარი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერმაც დაანონსა. კერძოდ, პროფესიული განათლება საქართველოში ბიზნეს სექტორის მოთხოვნების პარალელურად უნდა განვითარდეს. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტური ვენჩერული ფონდების ჩამოყალიბებას, სადაც სტუდენტების ჯგუფი თავად გადაწყვეტს გარკვეულ სტარტაპში ინვესტიციების დაბანდების საკითხს. მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაც, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში და მის გარეთ ე.წ. ბიზნესინკუბატორების, ფაბლაბებისა და ტექნოლოგიური პარკების განვითარებას გულისხობს.

"დაფინანსებასთან შეზღუდული წვდომა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ქვეყანაში საწარმოთა განვითარებისთვის. ამიტომ არსებობს აუცილებლობა, რომ შემოღებულ იქნას როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური ინსტრუმენტები ინოვაციის დასაფინანსებლად ყველა დონეზე. 133,801 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოდან მხოლოდ 12%-ს აქვს სესხი და 15%-ს მიუწვდება ხელი კრედიტზე. არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები არ არსებობს. საბანკო პროდუქტები კი არ აკმაყოფილებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებს", - ნათქვამია სტრატეგიაში, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო შეღავათები შესაძლოა სტიმულირების სქემის ძირითადი მექანიზმი იყოს.



12.Jun.2019 21:55
90

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
95

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
120

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
69

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
599

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More
08.Jun.2019 22:30
135

Natia Turnava Talked about Anaklia Port, Business Environment and Gazprom in Parliament

More