Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა

5714ed3dce299
BM.GE
18.04.16 18:19
1591
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.
 
გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი გახლდათ. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით. 2011-2015 წლებში კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.