19.Jan.2016 18:25
Economy

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად, 20 იანვარს გაემგზავრება.


 
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილს.

დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან - მათ შორის, BP, Tata Sons Ltd, Lazard-ი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EBRD-ის პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.



23.Jul.2019 17:59
71

Trade balance continued to improve in June

More
23.Jul.2019 17:26
94

What are the prices at Georgia's five star hotels

More
23.Jul.2019 15:51
56

Bakhtadze: Government invested $69 mln more in infrastructure projects in 2019

More
23.Jul.2019 12:10
51

IRI-commissioned Poll says Mood Somber in Georgia

More
22.Jul.2019 14:54
109

TBC Bank and ResponsAbility Investments sign USD 10 Million Loan Agreement

More
22.Jul.2019 11:17
211

Despite the flight ban, tourism growth remains positive - TBC Research

More