Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ კანონპროექტი თებერვალში მზად იქნება

56a8776a195e3
BM.GE
27.01.16 11:51
1080
საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტი თებერვალში მზად იქნება. როგორს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე აცხადებს, კანონპროექტის მიღება თებერვალ-მარტის პერიოდში მოხდება, რის შემდეგაც კორპორაციას მუშაობის დასაწყებად 1-2 თვე დასჭირდება.
 
"თვის ბოლოს გერმანიიდან უკვე მიღებული გვექნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ თებერვალში ის უკვე გავლილი იქნება, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში შევა და უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი საკომიტეტო განხილვებზე კანონპროექტს მიიღებს. კანონპროექტის მიღებიდან ჩვენ ალბათ დაახლოებით 1-2 თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს განვითარების კორპორაცია, მუშაობა დაიწყოს.

გერმანელებმა უკვე 6 მილიონი ევრო გამოგვიყვეს, საიდანაც 1 მილიონი სწორედ კადრების მომზადებას და სტრუქტურის დამუშავებას მოხმარდება. 5 მილიონი კი იქნება პირველი ტექნიკური დახმარება და ამ ახალი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები. ეს იქნება საპარტნიორო ფონდის სამართალმემკვიდრე. ყველა ის პროგრამა, რომელიც აქამდე არსებობს საპარტნიორო ფონდში, ან რომელიც ახლა მიმდინარეობს, გადართული იქნება კორპორაციაზე ისე, რომ ხელი არაფერს არ შეეშლება. პირიქით, კორპორაციის პირობებში ჩვენ გვექნება ბევრად მეტი საშუალება და ბერკეტები იმისთვის, რომ მეწარმეებს სერიოზულად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა საგანელიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“.