Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს ევროკომისარი სესილია მალსტრომი ეწვია

56ef84fdcdeff
BM.GE
21.03.16 09:20
1222
ევროკომისარი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართავს. შეხვედრა 21 მარტს, 10.15 საათზე სასტუმრო "რადისონში" შედგება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
 
სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.