Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

1%-იანი კონტრციკლური ბუფერი - ახალი მოთხოვნა ბანკებისთვის

BM.GE
16.03.23 16:34
95
საბანკო სექტორი ახალი ბუფერის შესავსებად მზადებას იწყებს - კონტრციკლური ბუფერი 1%-ით განისაზღვრა. ახლა ბანკებს ზუსტად 12 თვე აქვთ ახალ რეგულაციაზე მოსარგებად. ეროვნული ბანკი ელის, რომ მაღალი მოგების და გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა წყაროებით, არსებული მომგებიანობისა და კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებით შეძლებს. საბანკო სექტორი კი უკვე ღიად აცხადებს, რომ რეგულაციები რომელიც ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში ამოქმედდა, საბოლოოდ საბანკო პროდუქტების გაძვირებაში აისახება. რატომ გახდა საჭირო კონტრციკლური ბუფერის 1%-იანი განაკვეთის შემოღება, რა თანხების გამოძებნა მოუწევთ ბანკებს და რას უმიზნებს ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით?

სტუმარი: პაპუნა ლეჟავა - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;