04.Dec .2015 13:36

საქართველომ ევროპულ სარეკლამო ფესტივალ "Eurobest"-ზე ოქროს ჯილდო მიიღო

views 945
უკან

ქართულმა კომპანია Leavingstone-მა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალ, Eurobest-ზე ოქროს ჯილდო მიიღო.
 
"ევრობესტი" ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი და პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალია, რომელსაც Cannes Lions ატარებს.

ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას 14 ქვეყნის 21 გუნდი იღებდა, მათ შორის 2 ქართული იყო. საქართველო ფესტივალზე წელს პირველად იყო წარდგენილი.

Eurobest-ის მასპინძელი წელს ანტვერპენი იყო, - ქალაქის მერის მიერ მიცემული დავალება ყველაზე კარგად კი სწორედ ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებს სექსუალური ძალადობის პრობლემაზე კრეატიული იდეა უნდა მოეფიქრებინათ.

კონკურსზე მესამე ადგილი მსოფლიოში ცნობილმა, იტალიურმა SAATCHI-მა დაიკავა, მეორე ადგილზე პორტუგალია გავიდა, მთავარი ჯილდო ქართველებს ერგოთ.