Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო წელს მეტი საერთაშორისო დაფინანსების მიღებას შეეცდება და ევრობონდების ემისიას არ გამორიცხავს

56bdca7bee8e8
BM.GE
12.02.16 16:04
1085
საქართველომ, შესაძლოა წელს ევრობონდები გამოუშვას და ასევე განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის საკითხს, ეკონომიკის შენელებასთან საბრძოლველად, რაც მეზობელ სახელმწიფოებში არსებული პრობლემებით არის პროვოცირებული, - განუცხადა Reuters-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა, ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში პრეზენტაციებს გამართავს. პრემიერმა დააზუსტა, რომ პრეზენტაციები ამ წლის მეორე კვარტალში იგეგმება.

"ვერ ვიტყვი, მოგვიწევს თუ არა ევრობონდების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაჩქარება დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს, მათ შორის ევრობონდებს, რასაკვირველია ამას გავაკეთებთ, სავარაუდოდ, წელს მოგვიანებით".

საქართველომ 10-წლიანი $500 მლნ-ის მოცულობის ბონდები 2011 წელს გამოუშვა და მაშინვე გამოისყიდა $417 მლნ-ის 5-წლიანი ქაღალდები, რომლებიც 2008 წელს ჰქონდა ემიტირებული.

"წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, ეს მიღწევადია", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ის თვლის, რომ ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა და შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე, ევროპულ სტანდარტებს უპასუხებს.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს NATO-ს წევრობისკენ სწრაფვას და ასევე პრაგმატული პოლიტიკის განვითარებას რუსეთთან. "ჩვენი გეგმები NATO-თან და ევროკავშირთან დაკავშირებით, რუსეთმა არ უნდა განიხილოს როგორც კონფრონტაციის ნიშანი", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.