Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო FoxNews-ის 2016 წლის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის მოხვდა

569d2bcd14a82
BM.GE
18.01.16 22:07
1429
საქართველო FoxNews-ის 2016 წლის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის მოხვდა. "10 საუკეთესო და გამორჩეული მიმართულება 2016 წლისთვის", -ასე ეწოდება რეიტინგს, რომელშიც საქართველოსთან ერთად მოხვდა იაპონია, ჩინეთი, მონტენეგრო, ნიკარაგუა, შვეიცარია. რეიტინგი იმ 10 ტურისტულ მიმართულებას აერთიანებს, რომელიც ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის.

"საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოთხი ძეგლი მდებარეობს. ქვეყანა მნახველებს გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას სთავაზობს, - დაწყებული პოპულარული საზღვაო კურორტ ბათუმიდან, დამთავრებული სვანეთის მთებით“, - წერს გამოცემა.

"საქართველოს ყველაფერი აქვს, რასაც მოგზაური ეძებს უნიკალური გამოცდილებისთვის. არაჩვეულებრივი საკვები, ღვინის დიდი ისტორია, ლამაზი მთები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეგობრლი მოსახლეობა", - ამბობს ირინა ვიშნევსკაია სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში 2018 წელს მაღალი კლასის სასტუმრო Le Meridien-იც გაიხსნება, მასთან ერთად კი ქვეყანაში ისეთი ბრენდები ოპერირებენ, როგორებიცაა "რადისონი“, "შერატონი“ და "მერიოტი“.