Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სექტემბრიდან გახდება

56cebd621521b
BM.GE
25.02.16 12:35
1057
საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სექტემბრიდან გახდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისი პირობების დაშვებას ითხოვდა, რის გამოც პროცესს გარკვეული დრო დასჭირდა.

"არცერთი ქვეყნის გაწევრიანების წინაპირობა არ ყოფილა, გარკვეული გამონაკლისების არსებობა. ეს საქართველმ მოითხოვა, იმიტომ რომ გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა, ენერგეტიკული კონფიგურაციის თვალსაზრისით, განსხვავებულ რეგიონში ვიმყოფებით. არ გვყავს არცერთი მეზობელი, რომელიც არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, შესაბამისად ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს, ვერ კვალიფიცირდება კლასიკური ენერგეტიკული ურთიერთობების ფორმატში ევროკავშირის პრინციპებიდან გამომდინარე.

გამონაკლისები ეხება გრძელვადინა საინვესტიციო ხელშეკრულებებს, მაგალითად, შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებულ გრძელვადიან ხელშეკრულებებს", - განაცხადა ვალიშვილმა.