Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო ბრიუსელისგან ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დაწყებას უახლოეს დღეებში ელოდება

56ded59d7ecf9
ელენე გოგბერაშვილი
08.03.16 17:35
1172
საქართველო ბრიუსელისგან ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დაწყებას უახლოეს დღეებში ელოდება. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვარაუდობს, რომ ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით უახლოეს დღეებში მიმართავს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ევროპარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შევიდეს.
 
"ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტში და ევროკავშირის საბჭოში განიხილება მას შემდეგ, რაც ევროკომისია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევროსაბჭოში წარადგენს. ამის შემდეგ დაიწყება უვე განხილვები. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით, რომ ამ დღეების განმავლობაში ევროკომისია ამ საკანონმდებლო ცვლილებას წარადგენს", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.

ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე, დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით ევროკომისია წარმოადგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.