Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

56e2b39ece00b
BM.GE
11.03.16 15:47
1223
სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა არ მიეცეს მაესტროს ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება შპს ტელეკომპანია მაესტროს, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ძველი სახელით ახალი ტელევიზიის შექმნაზე, ილია კიკაბიძემ გუშინ განაცხადა. კიკაბიძე ამბობს, რომ მაესტროს სავაჭრო ნიშნის მფლობელია. უკვე ცნობილია, რომ ახალი არხი მაუწყებლობას იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც "მაესტრო" ფუნქციონირებს. შენობას ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის ილია კიკაბიძეს მაკა ასათიანი უთმობს.