საქალაქო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ის სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნა. სარჩელში გადაბაძე ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
"საქმე ეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. ერთმა ინსტანციამ 24 საათში განიხილა სარჩელი და უკვე გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში. ეს მაძლევს საფუძველს რომ ხვალ დილით მიიღებს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას და დაარეგისტრირებს ლევან გაჩეჩილაძეს დირექტორად", - განაცხადა გადაბაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.