Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპარტნიორო ფონდი სტარტაპების დაფინანსებას დაახლოებით 2 თვეში დაიწყებს

56dfe71ec47a3
BM.GE
09.03.16 13:03
1270
საპარტნიორო ფონდმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, სტარტაპების დაფინანსების კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფციის განხილვა უკვე მოხდა ეკონომიკურ საბჭოზე. როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მასში გარკევული შესწორებების შეტანა ხდება.

"ძალიან მალე ჩვენ ამას ფართო განხილვის საგნად გამოვიტანთ. დაახლოებით 2 თვეში საპარტნიორო ფონდი სტარტაპების დაფინანსებას დაიწყებს. ის რესურსი რომელიც არსებობს კერძო საბანკო სექტორში და არ არის მიმართული სტრატაპებზე მაღალი რისკებიდან გამომდინარე, აქ ჩაერთვება საპარტნიორო ფონდი, რათა ბანკებისთვის ეს რისკები მოხსნას და მათ ახალი კლიენტები გაუჩინოს", - განაცხადა საგანელიძემ.