30.Mar.2016 11:14
Economy

საოკუპაციო ხაზთან, 430 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

საოკუპაციო ხაზთან, 430 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
შიდა ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 84 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 2,881,000.00 ლარი.
 
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ოქრომელიძემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ზერტში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ლეილა ტიელიძის ბაღის გაშენების პროცესი. ლეილა ტიელიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 7 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 70,000.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 65,115.00 ლარი ნერგებზე ხოლო 4,885.00 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

შიდა ქართლში: გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 430 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება. ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში პროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰა. ფართობის ხეხილის ბაღები გააშენა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1292 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,4 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% -ს.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
 



19.Aug.2019 18:06
81

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
234

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More
17.Aug.2019 13:52
94

Fitch Affirms Georgia at 'BB'; Outlook Stable

More
16.Aug.2019 15:05
146

Bitfury Group Launches Artificial Intelligence Division

More
15.Aug.2019 19:44
100

Georgia receives $154 mln in remittances in July 2019

More
15.Aug.2019 19:27
114

Conti Group is leaving Anaklia Development Consortium

More