08.Dec.2015 12:55
Business

სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო

სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო
საპარტნიორო ფონდმა Georgian Fresh Holding B.V- თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს სათბურის მშენებლობას დამატებით 1, 5 ჰექტარზე, სადაც დაახლოებით 700 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი.
 
პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არსებობს ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40 -მდე გაიზრდება. Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს "იმერეთი Greenery" შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა.



08.Apr.2019 17:15
293

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
454

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
756

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
656

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
389

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
452

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More