Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველომ დენის შესყიდვა სომხეთიდან დაიწყო

BM.GE
22.03.22 18:30
313
საქართველომ დენის შესყიდვა სომხეთიდან დაიწყო და უკვე რეკორდული მოცულობა შეიძინა.   კერძოდ  საქართველოს “ენერგობალანსის” დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში სომხეთიდან ქვეყანამ  136 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია შეიძინა.  თუ გასული 3 წლის მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოს   სომხეთიდან ამ წლების განმავლობაში არცერთი მილიონი კილოვატ საათის დენი არ უყიდია.ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფასად ყიდულობს საქართველო სომხეთიდან ელექტროენერგიას. სახელმწიფო კომპანია “ესკოს” განმარტებით, ყოველთვის ელექტროენერგიის შესყიდვის დროს სახელმწიფო შედარებით უფრო იაფ ენერგიას ანიჭებს უპირატესობას.

გიორგი მარგებაძე   მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი