Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება

56c5afcc611b4
BM.GE
18.02.16 15:48
1050
სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც პრემიერი პრეს-სამსახურში განმარტავენ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და საუბარია მხოლოდ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

"არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები და განმახორციელებლები სამინისტროები და მინისტრები იქნებიან.