Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამეგრელოში წარმოებული ასანთი ბაზარზე 3-4 თვეში გამოჩნდება

571f6a557de43
თელარა გელანტია
26.04.16 17:11
1206
საქართველოში წარმოებული ასანთი ბაზარზე 3-4 თვეში გამოჩნდება. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ასანთის საწარმოს ინვესტორი კომპანია "მარსის" ხელმძღვანელმა ენზარ ბასილაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოში, კერძოდ, ხობში ასანთის ქარხნის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

"ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებში შედის მშენებლობის დასრულება და ასანთის წარმოების დაწყება, რომ შემდეგ რეალიზაცია დავიწყოთ. აქტიურად ვმუშაობთ. პარალელურად, ბანკისგან საჭირო კრედიტის გამოყოფასაც ველოდებით", - აღნიშნა ბასილაიამ.

შეგახსნებთ, რომ ხობში ასანთის ქარხანა სამთავრობო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შენდება.

საწარმოს შპს "მარსი" ააშენებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.

საწარმო წლიურად 100 მლნ კოლოფი ასანთის გამოშვებას გეგმავს. ქართული ასანთის სავარაუდო სარეალიზაციო ფასი 4 თეთრი იქნება.

ქართული ასანთის ბუნდოვანი მომავალი