Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამეგრელოს რეგიონში "საქართველოს ფოსტის" 2 განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

56ab735d7c017
BM.GE
29.01.16 18:08
1234
სამეგრელოს ორ რაიონში, მარტვილსა და აბაშაში (თავისუფლების ქუჩა N4 და თავისუფლების ქუჩა N52) "საქართველოს ფოსტის“ ორი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ხვალ კი მესამე სერვისცენტრი წალენჯიხაში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N 3-ში გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, განახლებულ სერვისცენტრებში მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს სთავაზობენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ უნივერსალური, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის“ სულ 81 სერვისცენტრი და 7 დახარისხების ცენტრია გახსნილი. ბოლო 3 წლის განმავლობაში 17 სერვისცენტრი განახლდა და სრულად აღიჭურვა თანამედრივე ტექნიკით.
 
უწყების ცნობით, კომპანიის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 2673 ადამიანს შეადგენს.